ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუ შემთხვევების მატება ასე არ გაგრძელდება, ალბათ პიკზე არ ვილაპარაკებთ”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ერთ დღეში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

აღნიშნულით ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ერთ დღეში ინფიცირების 30 შემთხვევის გამოვლენა ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანა პიკს უახლოვდება.

როგორც ეზუგბაიამ განაცხადა,  თუ მომდევნო დღეებში შემთხვევები ამ რაოდენობით არ მოიმატებს, პიკზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“ეს პირველი შემთხვევაა, თუ ასე არ გაგრძელდება, მაშინ ალბათ პიკზე არ ვილაპარაკებთ. იყო შემთხვევა, როცა ერთ დღეს ცოტა უფრო მეტი შემთხვევები იყო, მეორე დღეს ნაკლები. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ხვალ, ზეგ როგორი მატება გვექნება, ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ გავაგრძელოთ შემდეგ დღეებზე“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების 30 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების შემთხვევების ამ რაოდენობით ზრდა პირველად დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა 296 გაიზარდა. მათგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

იტვირთბა....