Clash Report-ის ცნობით, რუსეთმა უკრაინას 3-დღიანი ზავი შესთავაზა. აღნიშნული ინიციატივა 9 მაისს, მოსკოვში გასამართ აღლუმს უკავშირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ ეს წინადადება უარყო. მისი თქმით, ყველაზე ოპტიმალური 30-დღიანი ზავია.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ, შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.
თამაშისთვის იმისათვის, რომ პუტინს 9 მაისს იზოლაციიდან გამოსვლის რბილი ატმოსფერო მივცეთ და ყველამ თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ იგრძნოს. პუტინს ამაში ვერ დაეხმარებიან ის ლიდერები, მეგობრები ან პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ. … 7-მდე მოგკლავენ, შემდეგ 7-ში ორი-სამი დღით კომფორტულად მოეწყობიან და შემდეგ 11-ში ისევ რაკეტებით დაგვესხებიან თავს. უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს“, – თქვა ზელენსკიმ.

