მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრები იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქციას მართავენ.
„არ ვაპირებ გაჩერებას. მეორე შვილის სასამართლოც დამინიშნეს. მეორე შვილზეც მებრძვიან. ვერ შემაშინებენ, ვერ გამაჩერებენ. ესენი არიან მონები და ხმამაღლა ვიტყვი, ეს არის ჩემი შეფასება. ამის გულისთვის არ უნდა ცდებოდეს მოსამართლე, რომ ვიღაცამ ჭორის დონეზე თქვა, რომ დამიძახა მონა. ამაზე სასამართლო არ უნდა დგებოდეს. აქედან გამომდინარე, რადგან მოსამართლე ჭორაობას განიხილავს ვაპროტესტებ, რომ ის არ არის მოსამართლე. გამოვიდეს დადგეს “ბირჟაზე” და გაარჩიოს ქავთარაძესთან ერთად “ბირჟის” საქმე.
[…] ესენი არიან მწამებლები, ბოროტების მანქანები. ვერ ხვდებიან, როცა აღარ დასჭირდებათ ნაგავში გადააგდებენ. გადასაყრელები ისედაც არიან და ასედაც“, – თქვა „TV პირველთან“ საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ.

