ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფიცირებული 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზე გვყავს, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია”- რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კოვიდინფიცირებული 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 2-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,

“რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, რეანიმაციული პაციენტებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ, თერაპიიის განყოფილებაში, დაკვირვების მიზნით შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ის კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება. 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზე გვყავს, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია“,-აცხადებს რატიანი.

რატიანის ცნობით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტი გადის მკუყრნალობას.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

იტვირთბა....