მთავარი ციტატა

“შსს-ს ვიღაც ბრძენმა თეთრ პერანგში ჩაცმულ ოქრუაშვილს თავზე წითელი ისარი დაასვა”

“არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გარდა. აბსოლუტურად პოლიტიკური, თითიდან გამოწოვილი საქმე არის. ერთი მტკიცებულება არ არის, არც ვიდეო, არც ფოტო, არც მოწმე. ასეთი სამარცხვინო პროცესები საქართველოში უნდა დამთავრდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიღაც ბრძენმა, თეთრ პერანგში ჩაცმულ ოქრუაშვილს თავზე წითელი ისარი დაასვა, როგორ დაატარებს ხალხი ასე წინ და უკან ადამიანს. იქ არ ვყოფილიყავი მაინც დღის 12:00 საათიდა მეორე დილის 07:00 საათამდე. მონახონ გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პანდემია დამთავრდება და მიიღებენ საკადრის პასუხს.”

გრიგოლ ვაშაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 

ვაშაძე აღნიშნულით ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ცნობისთვის,  20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

იტვირთბა....