ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკის აცრების კალენდრის დეტალური დამუშავება მიმდინარეობ, რის შემდეგაც დაიწყება ვაქცინაცია.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პნევმოკოკის ვაქცინა ევროპის ქვეყნებში წარმატებით იყენებენ და მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების მატარებლები პაციენტებისთვის.
“გართულებების თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენება ნამდვილად ეფექტური იქნება, რადგან ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები და სამეცნიერო ნაშრომები. ჩვენს შემთხვევაში მიმდინარეობს კალენდრის შემუშავება, თუ როდის და როგორ უნდა აიცრან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები პნევმოკოკის ვაქცნით,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, 6 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულ და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებში პნევმოკოკით ვაქცინაცია დაიწყება.
მინისტრი აღნიშნა, რომ პნევმონია ძირითადად სწორედ ხანდაზმულ და ქრონილული დაავადებების მქონე ადამიანებში დაფიქსირდა და აღნიშნული ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.