ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

60 წელს ზევით მოქალაქეები შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ესაძლოა, 60 წელს გადაცილებულ და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებში პნევმოკოკით ვაქცინაცია დაიწყოს.

მინისტრის თქმით, პნევმოკოკის ვაქცინის გამოყენება სხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა და შესაძლოა ამ ვაქცინის გამოყენება კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის სავალდებულო გახდეს.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ პნევმონია ძირითადად სწორედ ხანდაზმულ და ქრონილული დაავადებების მქონე ადამიანებში დაფიქსირდა.

“ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია.

მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით”,- განაცხადა ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ინფექცია გართულებული ფორმებით სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ხანდაზმულებში მიმდინარეობს. ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი, რომელთაც სწორედ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ.

4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს  შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

 

იტვირთბა....