მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია” – გიორგი ვაშაძე

“ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდაფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია! მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დღემდე არ გვაქვს დიაგნოსტირების საშუალება. მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას რამდენიმე ათასი ტესტი უკვე აქვს და თუ ასეა, მაშინ რატომ არ ატარებენ დიაგნოსტირებას/სწრაფ ტესტირებებს?! – ეს არის სწორედ არასწორი მენეჯმენტის შედეგი! ერთი თვის წინ, როცა ტესტირების აუცილებლობაზე დავიწყეთ საუბარი, გახარიამ და მთავრობამ კრიტიკა დაგვიწყო და საკუთარი ტროლ ბოტები მოგვისიეს, ეხლა კი ყველა თანხმდება, რომ საჭიროა, მაგრამ ტესტები არ გვაქვს, როგორც ჩანს. ვეკითხები გახარიას – რატომ? კიდევ ფიქრობ რომ არ არის საჭირო? სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ!“

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 79 წლის კაცის, 80 წლის ქალისა და ორსული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ განაცხადეს.

იტვირთბა....