თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 24 კვირის ორსული დატოვებს – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის განცხადებით, ტესტირებით, ორჯერადად მიღებულია კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი და ის სრულიად განკურნებული ტოვებს კლინიკას.
„24 კვირის ორსულთან პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ქალბატონი ჯანმრთელი კოვიდინფექციის გარეშე გაეწერება რამდენიმე საათში კლინიკიდან. გადამიწმდა ნაყოფის მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.
არსებული ცნობით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ორსული აგრძელებს მკურნალობას.
საქართველოში კორონავირუსით ჯამში 252 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 3, გამოჯანმრთელებული კი – 63.
იხილეთ ვიდეო: