ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ  კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, პაციენტი 18 დღის წინ კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

„ყველასთვის საინტერესო შემთხვევა, ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 18 დღის უკან, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი.

იცით, რომ ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან, მოხსნილია ჟანგბადდამოკიდებულება, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქალბატონთან მივიღეთ ორჯერადად უარყოფითი პასუხი, დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ ორშაბათისთვის გაეწერება კლინიკიდან“ , – განაცხადა რატიანმა.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაშიმუხაესტატეშილეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა დღეს განაცხადა.

იტვირთბა....