ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩერნობილის ტერიტორიაზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან

ჩერნობილის ზონაში ხანძარია. არსებული ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 3 500 ჰექტარზეა გავრცელებული – ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუ იორკ ტაიმსი” ავრცელებს.

ამ დროისთვის მეხანძრეები მიტოვებული ბირთვული ქარხნის ტერიტორიის გარშემო ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახდენენ.

ადგილზე ხანძრის გამო მომატებულია რადიაციის დონე, ცეცხლის ჩაქრობას კი ხელს ძლიერი ქარი უშლის.

უკრაინის რადიაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომწამვლელი კვამლი კიევს ამ კვირაში მიაღწევს. ამ დროისთვის ხანძარს 400 მეხანძრე, 100 სახანძრო მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენი ებრძვის.

შეგახსენებთ, ხანძარი ჩერნობილის ტერიტორიაზე გასულ კვირაში გაჩნდა.

ჩერნობილი 1986 წლის 26 აპრილის ატომური აფეთქების ცენტრი იყო. ადგილზე #4 რეაქტორი აფეთქდა, რამაც ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების გაბნევა გამოიწვია.

 

იტვირთბა....