ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულის ე.წ. მარადისის კლასტერში სამ პირს კორონავირუსი დაუდგინდა

მარნეულში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა – ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერში სამი მოქალაქეა ინფიცირებული.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა აღნიშნა, დღეს დადასტურებული შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლენილი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები არიან, მათ ოჯახში კოვიდინფექცია სულ სამ პირს დაუდგინდა.

დარგალის ინფორმაციით, სოფელ მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.

შეგახხსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე 21-ე დღეა, რაც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. მუნიციპალიტეტში 14 პირია ინფიცირებული, მათგან შვიდი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 79 წლის კაცის, 80 წლის ქალისა და ორსული პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ განაცხადეს.

იტვირთბა....