მთავარი ციტატა

“დადგება მომენტი, როცა ვირუსი ბობოქრობას შეწყვეტს და ადამიანი დაავადების გარეშე გადალახავს მას”

„იცით, რომ ამ ეტაპამდე მუშაობს რიგი სახელმწიფოები, რომ შექმნას ვაქცინა, მაგრამ დამტკიცებული მედიცინის მხრივ, ჯერჯერობით ვაქცინა არ არის. პანდემიას, ეპიდემიას ახასიათებს ასეთი რაღაც, ბუნების კანონია, დაწყნარდება აუცილებლად ვირუსი, და დაწყნარდებიან ადამიანებიც, ვინც ამ კაცობრიობაში ცხოვრობდა. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ერთი პირობით – ასეთი აგრესიულობის გარეშე. მე ინფექციონისტი არ ვარ, რეანიმატოლოგი ვარ, მაგრამ არსებობს ასეთი რაღაცები – ანუ, როდესაც დგება პანდემიისა და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ახლადწარმოშობილია ეს ახალი უჯრედები, ე.წ. ვირუსები, ბობოქრობენ. ასევე ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმიც. დადგება მომენტი, შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს“

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. 

252 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 63. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი სამი პაციენტია გადმოყვანილი. კორონავირუსით საქართველოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 405.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაშიმუხაესტატეშილეღვასა და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა დღეს განაცხადა.

იტვირთბა....