ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთმანეთისადმი სიყვარული დაგვეხმარება, დავძლიოთ უბედურებად ქცეული ვირუსი” – საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი

12 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს; სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

„12 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. მინდა, მოვულოცო ჩვენს მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო, რომ ქრისტეს აღდგომით ჩვენს გულებშიც აღდგეს სიყვარული და სიხარული. მართალია, წელს ცარიელ ტაძრებში შევხვდებით ამ დღესასწაულს, მაგრამ ჩვენი გაგება, ერთმანეთისადმი სიყვარული დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ დღევანდელ დღეს ადამიანებისთვის უბედურებად ქცეული ვირუსი და მომავალი ჩვენი დღესასწაულები აღვნიშნოთ ყველამ ერთად ტაძრებში.

გილოცავთ აღდგომას! ქრისტე აღსდგა!“ – ნათქვამია არქიმანდრიტის მიმართვაში.

ხვალ თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა ხვალ, 10:30 საათზე დაიწყება. მრევლს წირვის მოსმენა ეზოში შეეძლება, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინტრანსლირებაც.

იტვირთბა....