მთავარი ციტატა

“კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა”

„ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, კლინიკურად სახეზეა ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. ასევე, თირკმლის, ღვიძლის დაზიანება, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა. ტარდება რეამინაციული ღონისძიებები. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. მძმეა  კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა“

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 236 შემთხვევა ფიქსირდება.  გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია 3. ამასთან, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში კი – 4856.

 მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

იტვირთბა....