ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი შემოტანილია, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა. მისივე თქმით, საქართველოს სამ მოქალაქეს ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა.

ეზუგბაიას განმარტებით, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები.

„236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის. გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ თვითონ აღრიცხვა, ჯანდცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ.

შესაბამისად, ამ 236-დან სამი თუ ცალკეა, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ორი ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოშია დადასტურებული. ე.ი. 233 არის ჩვენთან დადასტურებული შემთხვევა და სამი არის შემოტანილი. სამივე საქართველოს მოქალაქეა. შეგვიძლია, ჯამურად განვიხილოთ, როგორც სამკურნალოდ დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

საქართელოში 54 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე –https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზ https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....