“ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით . ველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია. ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა უნდა მივიღოთ და მივხედოთ.”
ლევან გოფოძე – რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
საერთო ჯამში, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები 230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე დღეს ჩამოიყვანა. ხოლო, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე თურქეთიდანაა გადმოყვანილი.