ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე სომხეთიდან სპეცრეისით ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, სამკურნალოდ სამშობლოში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები  230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

 

იტვირთბა....