დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები ბიზუალურადაც კარგია და რაც მთავარია, ის ადამიანებს ვირუსისგან იცავს.
“მერე შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცები მოსწონს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, „ნებისმიერ მოდურ აქსესუარს სჯობს.”
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქართული წარმოების პირბადე სააფთიაქო ქსელებსი გაყიდვაში ჩაეშვა, მოსახლეობის ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით განცხადებებიც გაკეთდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადე საყოფაცხოვრებო ხმარებისთვისაა, ისმრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება.
მანამდე პირბადეებტან დაკავშირებით განცხადება, პაატა იმნაძემ და ნიკა მელიამაც გაავრცელეს.
ქართული წარმოების პირბადე აფთიაქებში 50 თეთრად იყიდება. ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სახელმწიფოს ერთი პირბადის ღირებულება ერტ ლარზე მეტი დაუჯდა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.