ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების წყარო სამ შემთხვევაში უცნობია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ყველა ინფიცირებულის წყარო დადგენილია, ისინი ცნობილ შემთხვევებს უკავშირდებიან.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა,  ინფიცირების პირველწყარო უცნობი მხოლოდ სამ შემთხვევაშია, თუმცა მათი კონტაქტებიც დადგენილია.

ბოლო დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის. ან შემოტანილი შემთხვევებია, ვთქვათ იყო რამდენიმე შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი, დანარჩენი ყველა დაკავშირებულია უკვე ცნობილ შემთხვევებთან.

ინფიცირებისს წყარო უცნობი ჯერ არის დაახლოებით სამ შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ, შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. შემდეგ საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე. მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ ვთქვათ უკვე შესაძლო კლასტერები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საერთო ჯამში, საქართველოში “კოვიდ-19”-ის ინფიცირების შემთხვევები  230-მდე გაიზარდა. მათგან 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე დღეს ჩამოიყვანა. ხოლო, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე თურქეთიდანაა გადმოყვანილი.

 

იტვირთბა....