კორონავირუსის ინფექცია თერჯოლის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა.
ინფიცირებულია სოფელ ღვანკითიდან შუახნის ქალი, რომელიც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით “ცხელების ცენტრში” შეიყვანეს. ანალიზის აღების შემდეგ კი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული პროფილურ კლინიკაში, კერძოდ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულის კონტაქტების ნაწილი უკვე დაადგინეს. ისინი კარანტინში არიან გადაყვანილები.
რაც შეეხება ინფექციის პირველწყაროს, ამ დროისთვის არაა ცნობილი.
ცნობითვის, ვირუსის ინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა ვანის და ცაგერის რაიონებში, რის შემდეგაც ადგილზე ე.წ. ბლოკპოსტები მოეწყო და მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
შედეგად, უკვე 12 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა, ხოლო მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.
რაც სეეხება ინფიცირებულტა რაოდენობას, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 შემტხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. მათგან 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.