ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ხელისუფლებას სჭირდება ეკლესია, ამიტომ იხევს უკან და ანგარიშს უწევს საპატრიარქოს ჭირვეულობას” – გოჩა ბარნოვი

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი, “ტვ პირველის” ეთერში საგანგებო მდგომარეობასა და ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, მას ყველა ინსტიტუცია უნდა დაემორჩილოს.

თეოლოგის განმარტებით, ხელისუფლებას სჭირდება ეკლესია და სწორედ ამიტომ უწევს მას ანგარიშს, როდესაც პატიობს გარკვეულ “ჭირვეულობას”.

“როდესაც ეკლესია არ ემორჩილება სახელმწიფოს და თავის პირობებს აყენებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ის, რომ პირობებს კარნახობს ერთ-ერთი ინსტიტუცია, ამ შემთხვევაში ეკლესია, ეს იმით არის განპირობებული, რომ არჩევნებია წელს, ხელისუფლებას სჭირდება ეკლესია. ეკლესიის როლს ძალიან დიდი გავლენა აქვს არჩევნების შედეგებზე და ხელისუფლება იხევს უკან და ანგარიშს უწევს საპატრიარქოს ჭირვეულობას. საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და ნებისმიერი რელიგიური ერთობა უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს დადგენილებებს. მითუმეტეს, როცა პავლე მოციქული ამბობს, დაემორჩილეთ მთავრობებს იმიტომ, რომ ეს მთავრობები დადგენილია ღმერთის მიერ. საქართველოს საპატრიარქო არღვევს პავლე მოციქულის სწავლებას და ეს არის კიდევ ერთი მიმანიშნებელი იმის, რომ ისინი თავისი საკუთარი პრინციპებით მოქმედებენ, რომელიც ბევრი რამისგან არის განპირობებული.” – განაცხა თეოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,541,538 მიაღწია. გარდაიცვალა 90,086 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 342,272 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....