საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებით, კორონავირუსტან ბრძოლაში მტავარი იარაღი სოლიდარობაა, რაც ქვეყანამ გამოიჩინა.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამ დიდ კრიზისს კიდევ მოყვება ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეები., რისთვისაც ქვეყანა მზად უნდა იყოს.
“ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოლიდარობა, რომელიც გამოვიჩინეთ: საზოგადოებამ გამოიჩინა, ჩვენმა კერძო სექტორმა გამოიჩინა, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინა სოლიდარობა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე გავრცელდა ყველა საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს. გამოვიჩინეთ სოლიდარობა ემიგრანტების მიმართ, როდესაც ვაბრუნებთ მათ. ეს არის ის საიდუმლო იარაღი, რაც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა იმიტომ, რომ ამ დიდ კრიზისს კიდევ მოყვება ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეები. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდეგ ეტაპსაც ერთიანად დავხვდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.