ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“112-ის ცენტრში კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ”- გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საშიშროება არ არსებობს, რომ 112-ის სამსახურმა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილია ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ.

“დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია. სხვადასხვა ლოკაციაზე გვაქვს მოწყობილი, თუნდაც, აქ რომ შემთხვევით რამე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა, მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია, ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა. იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 214-მდე გაიზარდა. მათგან 50 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პაციენტები მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მათ ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდათ, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.

 

იტვირთბა....