ფოთის შესასვლელთან მოწყობილ საგუშაგოებზე, სადაც შემსვლელ და გამსვლელ მგზავრებს ამოწმებენ, თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა.
დღეიდან, სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს საველე სამედიცინო პუნქის ნაცვლად მანქანაშივე უტარებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
ახლა უკვე, მოქალაქეებს მხოლოდ მას შემდეგ მოუწევთ განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში, თუ მათ პირველადი შემოწმების დროს ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. ხოლო, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, ექიმები მოქალაქეების კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდიან.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა,ქალაქის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.
ამასთან, საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.