ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანების 80% შესაძლოა იყოს ინფექციის მატარებელი და არ იყოს დაავადებული, ასეთები საშიში არიან”- რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი ს განცხადებით, მოსახლეობის 80% შესაძლოა ინფექციის მატარებელი სიმტომების გარეშე იყოს, რაც საზოგადოებისთვის ბევრად საშიშია.

როგორც ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, სწორედ ამიტომაა აუცილებელია სოციალური დისტანცია, რათა ვირუსის გავრცელება ფართოდ არ მოხდეს.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის.

რაც შეეხება 20 პროცენტის, მათგან 17 პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაში საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამიტომაა მოწოდება სოციალური დისტანცირება. ამ დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

ინფიცირებული მესამე პაციენტი 7 აპრილს დაიღუპა. გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შესვლის დღიდან მძიმე იყო.ინფიცირებული მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

რამდენიმე დღის წინ კიი, ვირუსით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

იტვირთბა....