ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დაჟინებით მოვუწოდებთ პეკინს, Covid-19-ზე ყველა ინფორმაცია გააზიაროს” – მორგან ორტაგუსი

“აშშ მიესალმება ჩინეთის მოწოდებას, რომ Covid-19-ის პანდემიას ერთად ვებრძოლოთ. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ პეკინს, ვირუსზე ყველა ინფორმაცია გააზიაროს, საერთაშორისო ჯგუფებს უფლება მიეცით გამოიძიონ თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცლეება ჩინეთში და მოქალაქეებს სიტყვის თავისუფლების უფლება მიეცით. ჭეშმარიტი თანამშრომლობა არა მხოლოდ რიტორიკას, არამედ გამჭვირვალობას და რელაურ ქმედებას მოითხოვს.”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მორგან ორტაგუსი

აღნიშნული განცხადებით, მორგან ორტაგუსი აშშ-ში ჩინეთის ელჩის ცუი თინექაის მოწოდებას, რომ ჩინეთმა და აშშ-მა კორონავირუსის წინააღმდეგ უნდა ითანამშრომლონ, გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 46 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,379,040 მიაღწია. გარდაიცვალა 78,114 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 294,399 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....