კორონავირუსით დაინფიცირდა სამი ადამიანი, რომლებიც გლდანში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობენ.
პოლიციის თანამშრომლებმა კორპუსი მთლკიანად ჩაკეტა და მოსახლეობას გარეთ გამოსვლის საშუალება არ აქვთ.
აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი დეტალები არაა ცნობილი.
ხოლო, კორონავირუსით 35 წლის მამაკაცი და მისი მშობლები არიან ინფიცირებულები. ანალიზები აუღეს ინფიცირებული მამაკაცის ცოლსა და მცირეწლოვან შვილებს. პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.