aviabiletebi
მთავარი ციტატა

“საჭირო არ არის მხოლოდ ღვთისმსახურებაზე გამოკიდება, როცა მანამდე მისვლამდეც არსებობს ინფიცირების საფრთხე”

“ვეცადოთ, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა  წესი და რიგი, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე, ღვთისმსახურებაზე გამოკიდება მაშინ, როცა მანამდე მისვლამდეც არის დაინფიცირების საფრთხე, საჭირო არ არის. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეუფე გრიგოლი – ხობისა და ფოთის ეპისკოპოსი

ამის შესახებ  მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა

შეგახსენებთ, მთავრობა და საპატრიაქრო კონსულტაციებს გადიან, თუ რა ფორმით ჩაატარებს ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას. მთავრობის წარმომადგენლები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღდგომაზე ტრადიციული ფორმით მსახურების ჩატარებამ შესაძლოა ვირუსის გავრცელების პიკი გამოიწვიოს.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათი სააღდგომო რიტუალის ჩატარებას ემთხვევა. 

იტვირთბა....