მთავარი ციტატა

“საქართველოს დაახლოებით 10 000 კოვიდინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს”

“მსუბუქი ფორმა შეიძლება ბინაზე ჩვეულებრივად იმართოს ექიმის მონიტორინგის ქვეშ და სწორედ აქ ჩნდება საკარანტინე სივრცეების თემაც. თუ პირს მსუბუქი ფორმა აქვს კოვიდის უნდა იყოს თვითიზოლაციაში და ამის შესაძლებლობა ხომ ყველას არ აქვს, რომ სახლში, თვითიზოლაციაში იყოს? ამიტომ შეთავაზებულია საკარანტინე სივრცე და ამ შესაძლებლობაზეა საუბარი, რომ 5000-მდე საკარანტინე ადგილი არის შესაძლებელი, რომ გამოვიყენოთ. ჩვენ ამ საკარანტინე სივრცეებში უკვე გვაქვს ექიმის მეთვალყურეობისა და ექიმის კონსულტაციის სერვისი დამატებული და ასევე ეპიდემიოლოგების მონიტორინგის სერვისი. საერთო ჯამში საქართველოს, დაახლოებით, 10 000 კოვიდინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს.”

ეკა ადამია – ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....