“მინდა, საუკეთესო სურვილები გავუგზავნო ჩემს და ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგ მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. დამწუხრებული ვართ იმის შეტყობით, რომ ცოტა ხნის წინ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამერიკელები მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ. ის მართლაც ძალიან გამორჩეულია, ძლიერი, მტკიცე, არ მიდის და არ ნებდება.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსით დაინფიცირდა. პრემიერი 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 347 686 მიაღწია. გარდაიცვალა 74 782 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 286 459 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.