“ეს კორონავირუსები მიეკუთვნებიან ე.წ რესპირატორული ვირუსების ოჯახს და ეს რესპირატორული ვირუსები ზაფხულის ცხელ პერიოდში საერთოდ იკლებს, იმიტომ რომ შესაძლოა, თვითონ ვირუსიც სუსტდებოდეს და გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმი, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მეტად დასუსტებული და მოწყვლადია, ზაფხულის პერიოდში კი, დიდი რაოდენობით იღებს მზის სხივებს, ხილს, ბოსტნეულს, საკვების გაუმჯობესება, ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ხდება – ეს ყველაფერი იწვევს ადამიანის ორგანიზმის უკეთ გაძლიერებას, მომზადებას, თუმცა ვირუსი არსად ქრება.”
ზურაბ გურული – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
bm.ge
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 274 ათას 527 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 69 ათას 487 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 264 ათას 383 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.