“დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია. თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება”
ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი
ჟურნალისტებთან
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. ინფექციისგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი – გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.