მთავარი ციტატა

“დღეს გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრს 21 დღის განმავლობაში ცხელების ეპიზოდი ჰქონდა”

„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყარო“

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

“ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით”, – ამის შესახებ ლევან რატიანმა დღეს ისაუბრა.

შეგახსენებთ, 5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.   პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულია ერთ-ერთი ინფექციონისტი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში გუშინ დადასტურდა –  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

იტვირთბა....