ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩერნობილში ატომურ რეაქტორთან გაჩენილი ცეცხლი უკრაინელმა მეხანძრეებმა ჩააქრეს

ჩერნობილის ზონაში უკრაინელმა მეხანძრეებმა 100 ჰექტარის ფართობზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მეხანძრეებმა ჩაქრობის პროცესში ავიაციის დახმარებით 50 ტონა წყალი გამოიყენეს.

„ღია ცეცხლი აღარ არსებობს. მიმდინარეობს დაკვირვება ცალკეულ კერებზე. სტიქიის ზონაში საჰაერო დაზვერვა ხორციელდება“, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ადგილზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ხანძრის ჩაქრობას ცალკეულ ზონებში მომატებელი რადიაციული ფონი ართულებდა.

 

იტვირთბა....