მთავარი ციტატა

“მამა შეიძლება არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა” – ნიკოლოზ გამყრელიძე

„მამა ძალიან ნერვიულობდა, ბუნებრივია. შეიძლება არ იმჩნევდა. მე ვნერვიულობდი, რომ მას არ ენერვიულა. მთავარია, რომ მდგრადი ემოციური ფონი და ფსიქიკა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთელმა გუნდმა იმავე მოწოდების სიმაღლეზე გააგრძელოს ყოფნა, როგორც იყვნენ ბოლო თვის განმავლობაში“

ნიკოლოზ გამყრელიძე, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორი

ტელეკომპანია “ფორმულა”

შეგახსენებთ, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნიკოლოზ გამყრელიძემ გუშინ ისაუბრა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.  ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

“პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავე ტემპერატურული დისტრესი, მწვავე სეფსისი. ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იტვირთბა....