“დღეს უკვე კარგად ვგრძობ თავს იმიტომ, რომ სახლში ვარ. ასე ვთქვათ, გამოვედი კლინიკიდან. როგორც პროტოკოლითაა განსაზღვრული, ორჯერ მოხდა ჩემი დატესტვა და ორჯერვე უარყოფითი პასუხი დადასტურდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც გამომწერეს. ვითვლები აბსოლუტურად გამოჯანმრთელებულად და თავსაც უკეთესად ვგრძნობ, თუმცა ვიმყოფები კვლავ თვითიზოლაციის რეჟიმში, როგორც არის რეკომენდირებული, 1 კვირა, 10 დღე და მერე უკვე ბავშვებს ვნახავ და უფრო უკეთ ვიგრძნობ თავს”
ნიკოლოზ გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი
TV პირველი
შეგახსენებთ, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-მდეა გაზრდილი.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.