ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ასეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ შევარდნაძის დროს იყო… გული გახეთქვაზე მაქვს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საკააშვილი, უცხოეთში მყოფ ქართველ მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩარტერული რეისების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლების თანხმობა სჭირდება.

“საკუთარი ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის დანაშაული. სწორედ ასეთი იყო შევარდნაძის მიმართ. ჩემს დროს ასე რომ ვინმე ლაპარაკებოდა საკუთარ ხალხს, ღობეების იქედან, პოლიციის გამოძახებით, აბუჩად აგდებით… ახლა ყველაფერი დაშვებულია. პრაქტიკულად, საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ომი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს უნდა დასრულდეს, რა, მართლა. გული გახეთქვაზე მაქვს, ასეთ რაღაცებს რომ ვისმენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაავალოს საელჩოებს და საკონსულოებს, აღნუსხოს ჩვენი მოქალაქეები, სოციალური სამართლიანობის საფუძველზე შეადგინოს მგზავრების სია, იმის გათვალისწინებით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებიანი ოჯახები, სტუდენტები, სამკურნალოდ ჩასული და იქ ჩარჩენილი ადამიანები და ა.შ. უნდა მოხვდნენ ამ სიაში”, – ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა.

“ჩვენი წინადადება ძალაშია: როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ფურცელზე დაწერილ ნებართვას, იქიდან ზუსტად 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი. ახლა ლაყბობის დრო არ არის – საქმე ლაპარაკის ნაცვლად”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა.  

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....