ახალი ამბები მთავარი

“ყველაზე რთული სცენარისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ, ამიტომაც ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში” – ტიკარაძე

“სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში.” – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

„არ ვიტყოდი უარესი, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული სცენარისთვის ვემზადებით. ამ სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ უმკაცრესი სცენარის განვითარებისთვის მზაობას, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვენელოვანია, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, ხარისხი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იმისათვის, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგები.

რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პერსონალური ინფორმაცია არ გავცეთ, თუმცა ეპიდემიოლოგებს კლასტერი აქვთ მოძიებული, კლასტერის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, დადგენილი არის როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომელიც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 36 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....