ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 წლის მოზარდი მოათავსეს

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნიოზით 13 წლის მოზარდი მოათავსეს.

როგორც რატიანი აცხადებს, ამ ეტაპზე მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

“დღეს, ჩვენს კლინიკაში 38 ინფიცირებული წევს, შემოგვემატა 1 ბავშვი, რომელიც 13 წლის არის, ის კორონავირუსით არის ინფიცირებული. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის პედიატრებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამასთან, იმ ქალბატონების მდგომარეობა, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, მკვეთრდა დადებითია”- თქვა რატიანმა.

რაც შეეხება 80 წლის ქალს რომელიც “რომანოების კლასტერიდანა”, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია და მისი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა რამდენიმე საათში იგეგმება.

“ჩვენ ასევე გვყავს ორსული, რომელიც 22 კვირისაა, მისი მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დადებითია და ის ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება.

რაც შეეხება, მეორე 19 წლის ორსულს, ისიც და მისი ნაყოფიც ფიზიოლოგიურ პარამენტრებშია​.

ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს,” – აცხადებს ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 31 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,152,751 მიაღწია. გარდაიცვალა 61,625 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 240,117 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....