მთავარი ციტატა

“მე, როგორც ცალკე აღებული ქრისტიანი, საეკლესიო რიტუალებს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით” – გიორგი გახარია

“მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენი რწმენის აღსრულება შეგვიძლია ისე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მშობლების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ”

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....