ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ახალი ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

„რუსთავში ოთხ დადასტურებულ ფაქტს მიემატა ორი ახალი შემთხვევა. ვადასტურებ რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი კავშირების და კლასტერის შესახებ ჯერ ამ წუთამდე ჩემთვის ცნობილი არ არის და როგორც კი გახდება შესაძლებელი, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოგაწვდით.

მანამდე სად იმყოფებოდნენ ესენი, ვერ გეტყვით, ეს არის გვიან დადასტურებული ფაქტი. ამიტომ არ მაქვს მეტი ინფორმაცია და როგორც კი შევძლებთ იდენტიფიცირებას და კავშირების დადგენას, აუცილებლად მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 27 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,055,179 მიაღწია. გარდაიცვალა 55,731 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 223,886 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....