“ამას წინათ რეზო გაბრიაძემ დამირეკა. ვსაუბრობდით, რომ შემოქმედ ადამიანებს გული გვიგრძნობდა. მან თქვა, რაღაც უნდა მომხდარიყოო… და თითქოს ზურგის ტვინით ვგრძნობდით, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, პლანეტის მასშტაბით ვამბობ. ყველაფერი ჩიხისკენ მიდიოდა, ეკოლოგიიდან დაწყებული სულიერი ეკოლოგიით დამთავრებული. ცუდი ფორმა მიიღო ყველაფერმა. რელიგიის ასპექტში პრინციპულად არ ვისაუბრებ. შეიძლება ეს სწორედ ის არის, რაც კაცობრიობას სჭირდებოდა. ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაზარალდნენ.”
ლაშა თაბუკაშვილი – დრამატურგი
ამის შესახებ თაბუკაშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.