“არ დაუმალავთ და თქვეს, რომ პიკი იწყება, აპრილი არის ჩვენი გამოცდის, შეიძლება – ისტორიული გამოცდის ხანა. როგორც გავიგე, მიდის იმის დაზუსტდება, რა რესურსები გვაქვს. მეშინია კიდეც ამ თემებზე საუბარი. ამიტომ, არც ზედმეტი ოპტიმიზმი ვარგა, პანიკა და პესიმიზმი ღმერთმა გვაცილოს. დღეს ამ პროცესის მონაწილე ყველა ვართ. ქართველებმა ერთმანეთს ვაგრძნობინეთ, რომ ჭირში ერთმანეთს არ მივატოვებთ… სიტუაციის დრამატურგია კომენდანტის საათისკენ მიდიოდა. თორემ ჩემი ბუნების კაცისთვის ეს შეზღუდვები ძალიან მძიმეა, მაგრამ თუ გვინდა გადავრჩეთ, გამკაცრებულ ზომებსაც უნდა დავემორჩილოთ.”
ლაშა თაბუკაშვილი – დრამატურგი
ამის შესახებ თაბუკაშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.