ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს

ჩინეთის ქალაქ  შენჯენში კატების და ძაღლების გაყიდვა და საკვებად გამოყენება აკრძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ჩინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კორონავირუსის გავრცელებას ველური ცხოველების საკვებად გამოყენებას უკავშირებენ. მანამდე კი, ხელისუფლებამ ველური ცხოველებით ვაჭრობა აკრძალა. თუმცა, კატებსა და ძაღლებზე არანაირი შეზღუდვა მნიუღია.

შენჯენი ჩინეთის პირველი ქალაქია, სადაც აკრძალვა ამ ცხოველებზეც გავრცელდება. შეზღუდვა პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ბოლო დრეებში, ჩინეთში ვითარება დასტაბილურდა, მიუხედავად იმისა, ინფიცირების რაოდენობის მიხედვით სიაში მეოთხე ადგილასაა, ქვეყანაში ეპიდემია დასრულებულად გამოცხადდა. ჩინეთში შიდა გადაცემა თითქმის აღარ ფიქსირდება და მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები რჩება. დღეის მდგომარეობით კი ჩინეთში ინფიცირების 82 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 3 ათაზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 76 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კი მილიონს მიუახლოვდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....