aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება.

ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია ინფიცირებულთა 936 170 შემთხვევა. ვირუსის შედეგად 47 249 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო194 578 გამოჯანმრთელდა.

ახალი ვირუსის ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა 215 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 5 ათასზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელელი იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.  ამ ქვეყნებში ინფიცირებულთა რიცხვი 100-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება ჩინეთს, აქ ვითარება დასტაბილურდა, მიუხედავად იმისა, ინფიცირების რაოდენობის მიხედვით სიაში მეოთხე ადგილასაა, ქვეყანაში ეპიდემია დასრულებულად გამოცხადდა. ჩინეთში შიდა გადაცემა თითქმის აღარ ფიქსირდება და მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები რჩება. დღეის მდგომარეობით კი ჩინეთში ინფიცირების 82 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 3 ათაზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 76 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....