“რა თქმა უნდა, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც ადამიანების თავმოყრაა, შესაძლებელია, ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება, მოხდეს ყველგან. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის, მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც, მათ შორის ანტიეკლსიურებსაც. ყველას ეხება ეს ჩვენი მოწოდება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ მკაცრი ღონისძიებები გაატარა. მათ შორის აკრძალულია ადამიანების ერთად თავშეყრა. ამ გადაწყვეტილებამ ეკლესიაში მსახურებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გააჩინა, მითუმეტეს მაშინ, როცა აღდგომის დღესასწაული მოახლოვებულია.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.