Reuters-ის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი უკრაინის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების უზრუნველყოფასა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნიული კანონპროექტი არის კიდევ ერთი ზეწოლა ტრამპმსა და მის ადმინისტრაციაზე, რათა მათ მკაფიოდ დააფიქსირონ უკრაინის მხარდაჭერა. ამ კანონპროექტის დაჩქარებით წარდგენა განაპირობა რუსეთის მიერ, კვირას, სუმზე სასტიკი თავდასხმის შემთხვევამ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი და 117 დაიჭრა.