“რა თქმა უნდა, ფული, ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება გადადიოდეს ხელიდან ხელში, შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, თუმცა, მე ისიც ვიცი, რომ ფული როდესაც შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ზოგადად კი, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.