“ფულით კორონავირუსის გავრცელების ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზაც მუშავდება ჩვენს მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ. თუმცა, ჯერჯერობით, მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ზოგადად კი, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.